ჩინეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 ახალი შემთხვევეიდან 12 იმპორტირებულია.
ახალი ასიმპტომური შემთხვევების რაოდენობა, რომლებსაც ჩინეთი ოფიციალურად დადასტურებულად არ ასახელებს, ორი შემთხვევიდან ექვსამდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 86 634 შემთხვევაა დაფიქისრებული, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 4,634-ს შეადგენს.











