ჩინეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.
რაც შეეხება უსიმპტომო პაციენტებს, რომლებსაც ჩინეთი ოფიციალურ მონაცემებში არ აღრიცხავს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ასეთი 12 შემთხვევა დაფიქსირდა.











