გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 4 ადგილობრივი ინფექციაა, დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ჩინეთში კორონავირუსის 19 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,847 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











