გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. ჩინეთში კორონავირუსის 17 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 89,994 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











