ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა შემთხვევა საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება.
გარდა ამისა, ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში 24 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩინეთში სულ 85 685 ადამიანი დაინფიიცრდა, 4634 კი გარდაიცვალა.











