ჩინეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 20 იმპორტირებულია, ორი კი შიდა გადაცემის შემთხვევაა, რომლებიც შანხაისა და ტიანძინში დაფიქსირდა.
ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 86 464 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 634 ადამიანი.











