ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 10 ასიმპტომური შემთხვევა გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 85 646 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 634 ადამიანი.











