გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 15 ადგილობრივი ინფექციაა და ის იუნანის პროვინციაში, ქალაქ რუილიში გამოვლინდა.
ქვეყანაში ახალი კლასტერის გაჩენის გამო, ჩინეთმა ქალაქ რუილის მთლიანი მოსახლეობის (300 000) ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,329 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4,636-ს შეადგენს.











