გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს 31 იანვრის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,305 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 85,431-ს შეადგენს.











