გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია. ჩინეთში კოვიდის 15 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსრიდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,066 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 4,636 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა.











