გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტიტრებულია. ჩინეთში კოვიდის 9 უსიმპტომო შემთხვევაც გამოვლინდა, თუმცა ქვეყანა მას სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კოვიდის 90,049 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4,636 ადამიანი.











