ჩინეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია. ჩინეთში კოვიდის 16 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კოვიდის 90,007 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4 363 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











