ჩინეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ჩინეთში კოვიდის 6 ახალი უსიმტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, თუმცა ქვეყანა მათ სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 89 831 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 4 636 ადამიანი.











