გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. გარდა ამისა, ჩინეთში კოვიდის 9 უსიმპტომო შემთხვევა დადასტურდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კოვიდის 89,871 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











