გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია. ჩინეთში 8 უსიმპტომო შემთხვევაც გამოვლინდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კოვიდის 90 106 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა 4 636-ს შეადგენს.











