ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
უსიმპტომო შემთხვევების რაოდენობა, რომელსაც ჩინეთი სტატისტიკაში არ აღრიცხავს, გასულ 24 სააათში 17-ია.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 89,763 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 84,438 -ს შეადგენს.











