ჩინეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსით 89,772 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 84,499-ს შეადგენს.











