ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით,გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 89 952 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 636 ადამიანი.











