ჩინეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ასევე, დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ცხრა უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა, რასაც ჩინეთის ხელისუფლება ოფიციალურ სტატისტიკაში არ თვლის.











