ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმატა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან 10 სწორედ გუანდუნის პროვინციაში, დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების მატების გამო პროვინციაში ფრენები შეჩერდა.
ჩინეთში კორონავირუსის 19 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 91,146 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











