ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში, ოქროს მომპოვებელ შახტაში 9 მუშა გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
21 მუშა შახტაში ორი კვირის წინ ჩავიდა, თუმცა, 10 იანვარს, უცნობი მიზეზით მომხდარი აფეთქების გამო, შახტიდან ამოსასვლელი ჩაინგრა.
მაშველებმა 10 მათგანის გადარჩენა შეძლეს. ერთი მუშის შესახებ ინფორმაცია უცნობია.











