ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ძიანსუს პროვინციაში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ინფიცირებულია 41 წლის მამაკაცი. მას სიცხე და გრიპის სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა. მოგვიანებით, მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
28 მაისს დადასტურდა, რომ ის ფრინველის გრიპის H10N3 შტამით იყო ინფიცირებულია. თუმცა, ინფიცირების წყაროს შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
კომისიის განცხადებით, H10N3 ფრინველის ვირუსის ნაკლებად მძიმე შტამია და მისი გავრცელების რისკი ძალიან მცირეა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცის კონტაქტები გამოკვლელულია და ინფიცირების არცერთი სხვა შემთხვევა არ აღმოჩენილა.











