ბოლო 7 თვის განმავლობაში, ჩინეთში უსიმპტომო ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სინძიანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 137 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა არც ერთ მათგანს სიმპტომები არ აქვს. ტესტირება მას შემდეგ ჩაატარეს, რაც ტანსაცმლის საწარმოს 17 წლის თანამშრომელს ვირუსი დაუდგინდა.
ახლა ჩინეთში კონტაქტების მოსაძებნად ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
25 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 20 სიმპტომური და 161 უსიმპტომო შემთხვევა დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები ჩინეთში შემცირდა, პეკინი შიშობს ინფიცირების კიდევ ერთი ტალღის გამო და ქვეყანაში მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს.











