22-ტონიანი ჩინური რაკეტა ატმოსფეროში შემოვიდა და მისი ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის ადგილის კოორდინეტორებია: აღმოსავლეთი – 72.47°, ჩრდილოეთი – 2.65°. ეს ადგილი მალდივის კუნძულების დასავლეთითაა.
რაკეტის ნარჩენები ოკეანეში თბილისის დროით 06:24 საათზე ჩაცვივდა.
4 მაისს ცნობილი გახდა, რომ დედამიწას უზარმაზარი რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა.











