fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩიქოვანი კაპანაძეს: აგვისტოს ომის შესახებ რეზოლუციას საქართველოს არც ერთი წარმომადგენელი არ უნდა დათანხმებოდა

20:06 April 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
855
ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა ცდილობს, რამენაირად გაამართლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერა, მაგრამ ამ ტექსტს საქართველოს არც ერთი წარმომადგენელი არ უნდა დათანხმებოდა და ვერ უნდა დათანხმებოდა, თუნდაც სხვა მუხლების ხათრით, – ამის შესახებ Facebook-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი წერს.

ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შეეძლოთ, დაეტოვებინათ დარბაზი და არ დაეჭირათ მხარი რეზოლუციისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა ცდილობს რამენაირად გაამართლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერა, მაგრამ ამ ტექსტს საქართველოს არც ერთი წარმომადგენელი არ უნდა დათანხმებოდა და ვერ უნდა დათანხმებოდა, თუნდაც სხვა მუხლების ხათრით:

„თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით“.

მნიშვნელოვანია, რომ ქართული დელეგაციის მხარდაჭერის გარეშეც ეს რეზოლუცია მიღებული იქნებოდა. შესაძლებელი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაეტოვებინათ დარბაზი და ქართული დელეგაციის მხარდაჭერა არ ექნებოდა ამ ტექსტს.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ 2021 წლის 21 იანვარს ტიტანური შრომის შედეგად და „ზოგიერთების” მავნებლური გულგრილობის მიუხედავად შევქმენით მყარი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი ოკუპაციის დასასრულებლად – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო“, – წერს ჩიქოვანი.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ: „არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“

თეგები: ირაკლი ჩიქოვანისერგი კაპანაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

კასპში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია მოაწყო – ირაკლი ჩიქოვანი

September 25, 2021
789
პოლიტიკა

მე რომ ვწყვეტდე, დოკუმენტს ხელს მოვაწერდი გარკვეული დაზუსტებებით – სერგი კაპანაძე 

April 19, 2021
782
პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რა საკითხები განიხილეს ვაშინგტონში, ამერიკელ პარტნიორებთან

April 15, 2021
785

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია