ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ, გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მისი განცხადება კანცელარიაში საღამოს 7 საათზე შევიდა.
არსებული ცნობით, მას ჰქონდა დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ადგილობრივ შტაბთან.
მომხდარ ფაქტთან და მიზეზებთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება.
ავტორი: თეა შონია











