ჩოხატაურში კორონავირუსი ოჯახის 8 წევრს დაუდასტურდა, მათშორის არასრულწლოვნებს.
დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 8 ერთი ოჯახის წევრია. მათ შორის, ჩოხატაურის სამრევლო სკოლის ოთხი მოსწავლეა.
ეს ინფორმაცია ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაადასტურეს.
შეგახსენებთ, 9 იანვარს საქართველოში კორონავირუსით 829 ადამიანი დაინფიცირდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











