ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვაბღაში, კორონავირუსი პედაგოგს დაუდასტურდა. მთელი სკოლა თვითიზოლაციაშია. სასწავლო პროცესი კი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.
„ჩოხატაურში სოფელ ქვაბღაში ინფიცირებულია სკოლის პედაგოგი. მთელი სკოლა თვითიზოლაციაშია, ასევე სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება“, – გვითხრა მჟავიამ.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ქვაბღის სკოლაში საარჩევნო უბანია მოწყობილი, ინფიცირებული და თვითიზოლაციაში გადასული პედაგოგები, საარჩევნო უბნის წარმომადგენლები არიან.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 17 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. რეგიონში სულ 327 კოვიდინფიცირებულია. გამოჯანმრთელდა 175 პაციენტი.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











