ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ იუწყება. ამის შესახებ BBC-ი წერს.
ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო სააგენტომ, KCNA-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პირს, რომელიც სამი წლის წინ სამხრეთ კორეაში გაიქცა და ცოტა ხსნის წინ, კვლავ ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნდა, კორონავირუსის სიმპტომები აქვს.
ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიის ცნობით, პიროვნებამ 19 ივლისს უკანონოდ გადმოკვეთა სადემარკაციო ხაზი.
კიმ ჩენ ინის ბრძანებით, დაიწყო გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა პირმა გამაგრებული საზღვრის გადაკვეთა. ის პასუხისმგებელ პირებს აფრთხილებს, რომ „მკაცრი სასჯელი“ იქნება გამოყენებული.











