ჩრდილოეთ კორეამ ახალი კანონი შემოიღო, რომლის მიზანიც ნებისმიერი სახის უცხოური გავლენის აღმოფხვრაა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კანონი სასტიკ სასჯელს ითვალისწინებს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც უცხოურ ფილმს ნახავენ, უცხოური სტილის ტანსაცმელს ჩაიცვამენ, ან თუნდაც ჟარგონს გამოიყენებენ.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიერ ე.წ. „რეაქციული აზროვნების“ წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული კანონით, ყველას, ვისაც გამოიჭერენ, რომ სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ახალი ამბებისა და ფილმების „კონტრაბანდას ეწევა“, სიკვდილით დასჯა ემუქრება. მათ კი, ვისაც ასეთი პროდუქტების ყურებაში გამოიჭერენ, 15 წლიან პატიმრობას მიუსჯიან.











