მსგავსი სიბრიყვის, უაზრობის და აბსურდის წარმოდგენა, რაც, კახა კალაძემ განაცხადა, უბრალოდ შეუძლებელია, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგი უგულავა დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარტიები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ფარულად აგრძელებენ მოსახლეობასთან მუშაობას.
“ფაქტობრივად ბატონი კალაძე რას იძახის, რომ ადამიანები საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ ჩუმად – მითხარით როგორ შეიძლება საარჩევნო კამპანია აწარმოო ჩუმად? -“ჩუმად, ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს “სიყალბეს უწოდებს და მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, არ მიიღონ მასში მონაწილეობა.
“მეგობრებო მეორე ტურიც არის ისეთივე სიყალბე და მოგიწოდებთ არ მიიღოთ მონაწილეობა ამ სიყალბეში, მიუხედავად იმისა, ხელისუფლება თვლის, რომ კანონში რახან წერია, მეორე ტურში სულ რომ მოკვდე მაინც ეწერები ბიულეტენში, აი ამით ბრიყვი კალაძე სარგებლობს და ხალხს ეუბნება, როგორც „წყალწაღებული ხავსს ეჭიდება”, რომ ეგენი ჩუმად აწარმოებენ კამპანიას და ჩუმად იღებენ არჩევნებში მონაწილეობასო”, – განაცხადა უგულავამ.











