“გარკვეულწილად, ჩვენ პიკში შევედით. ეს არის ის, რაც დასტურდება ლაბორატორიულად, ანუ ადამიანები, ვინც მიდიან გამოსაკვლევად. ყველაზე მეტნი არიან სიმპტომებიანი ადამიანები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50%-ის გამოვლენას ახერხებს.
“ხაზი გავუსვით იმასაც, რომ ჩვენ ამ ეტაპზე ვავლენთ 40-50%-მდე ინფიცირებულებს, ანუ არიან სხვა ადამიანებიც, ვისაც აქვთ ვირუსი, თუმცა იტესტება. ეს ადამიანები არიან ან მსუბუქი სიმპტომების, ან უსიმპტომოები”, – განაცხადა გამყრელიძემ.











