ჩვენ არაორდინალურ პირობებში გვიწევს შრომა, მუშაობა, მოქმედება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„გლობალური პანდემია Covid-19, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, ყველა ის პოლიტიკური გამოწვევა და კრიზისი დემოკრატიზაციის, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს საკმაოდ რთულად – ეს ყველაფერი ჩვენმა ამომრჩეველმა განსაზღვრა, რომ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ერთად.
როდესაც დასაწყისში ვთქვი, რომ სამწუხაროა, როცა აქ ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი, ერთად ნიშნავს იმას, რომ ჯანსაღ დისკუსიაში და დავაში ყოველთვის უფრო ადვილად იბადება სიმართლე და სწორი გზა“, – განაცხადა გახარიამ.











