საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს “ქართულ ოცნებაში” ეხმაურებიან. როგორც “პრაიმტაიმნიუსთან” ლადო კახაძემ განაცხადა, გუნდში არ იცოდნენ, რომ პრემიერი გადადგომას აპირებდა.
“ჩვენ ერთიანი ვიყავით, უმრავლესობის სხდომაზე მის გადადგომაზე აზრი არ გამოთქმულა, თუმცა ყველაფერი დალაგდება, გაირკვევა და მოწესრიგდება ისე, როგორც სხვა შემთხვევაში. ეს შემთხვევა არც პირველია და არც ბოლო. ბევრი დემოკრატიულ ქვეყნაში, რომლიც რესპუბლიკური მმართველობის სტილზეა გადასული და ამ ინსტიტუციას პატივს სცემს ასეთი ცვლილება მოსალოდნელია”,- განაცხადა კახაძემ.
დღეს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგა. პრემიერმა ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირდა.
გიორგი გახარიას თქმით, მისი ურყევი პოზიციაა, რომ “ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ეკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი”.
გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.











