fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ქართულმა კაკლოვანმა კულტურებმა საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილური ადგილი დაიმკვიდროს – ლევან დავითაშვილი

11:17 January 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
842
ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების სათათბირო საბჭოს რიგით მე-5 სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„სოფლის მეურნეობის სტრატეგიული დარგების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობა. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სექტორში მომუშავე ასოციაციებსა და დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც სამინისტროს აღნიშნული დარგის განვითარებაში უწევენ მხარდაჭერას. თხილი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. გასულ წლებში, თხილის სექტორში გვქონდა ბევრი გამოწვევა, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დაძლეულია და, 2020 წლის მონაცემებით, თხილი მოწინავე საექსპორტო პოზიციებს იკავებს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები და ამბიცია, რომ ქართულმა თხილმა და სხვა კაკლოვანმა კულტურებმა საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილური ადგილი დაიმკვიდროს. ვფიქრობ, 2021 წელი იქნება წარმატებული. ეს არის ჩვენი მოლოდინი, რომელიც განვლილ წლებს და არაერთი მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სათათბირო საბჭოს სხდომის მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ დარგში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშები წარუდგინეს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2020 წელი წარმატებული აღმოჩნდა თხილის ინდუსტრიისთვის. სახელმწიფოს, კერძო სექტორის და დონორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ქართულმა თხილმა მსოფლიო ბაზარზე პოზიციები დაიბრუნა.

მიუხედავად ამისა, სექტორში კვლავ არსებობს გამოწვევები, როგორც მავნებლებისა და დაავადებების, ასევე, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის და საექსპორტო პროდუქციის რაოდენობის კუთხით.

აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით მუშაობა 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) როლი საქართველოში თხილის სექტორის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობაში. სხდომის ფარგლებში, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს თხილისა და კაკლოვანი კულტურების სექტორში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებმა. დადებითად შეფასდა გასული წელი და აღნიშნა, რომ 2023-2024 წლებში თხილის მოსავლის გაორმაგებაა დაგეგმილი.

ქვეყანაში თხილის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, დადებითი ტენდენციებია ნუშისა და კაკლის წარმოების კუთხით. როგორც ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის

თავმჯდომარემ აღნიშნა, მიმდინარე წელს ქვეყანაში უკვე იქნება ნედლეულის ისეთი რაოდენობა, რომ ეტაპობრივად მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება, ხოლო პროდუქციის ექსპორტზე გატანა, სავარაუდოდ, 2022 წლიდან იქნება შესაძლებელი.

თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების სათათბირო საბჭოს რიგით მე-5 სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, დარგში მომუშავე ასოციაციების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თეგები: ლევან დავითაშვილი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

26 ნოემბერს, იუნესკოს ეგიდით, საქართველოში ზეთისხილის მსოფლიო დღე აღინიშნა

November 29, 2021
887
პოლიტიკა

ზოგიერთი პოლიტიკური ძალა რთველს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს – ლევან დავითაშვილი

August 30, 2021
817
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი – ჩვენ ვიყავით ხელისუფლება, რომელმაც ფაქტიურად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ

August 19, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია