სოციალურ ქსელში, გირჩის ბაბლში, სადაც გირჩის მხარდამჭერები არიან გაერთიანებულები იაგო ხვიჩია წერილობით მიმართ მიმართვას ავრცელებს.
ხვიჩიას მიმართვიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ის მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლას აპირებს.
“მეგობრებო, გირჩის მოთხოვნა არის უბარიერო პროპორციული არჩევნები. როგორც ადგილობრივი, ისე საპარლამენტო. ამის გამო მოხდა 20 ივნისიც და ოპოზიციის ერთობაც.
ნუ დაუჯერებთ ტალახის მსროლელებს, ჩვენ სულ ეს გვინდოდა.
ამისთვის საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობა და თუ ის დაიდო მაგიდაზე რასაც ვითხოვთ, ჩვენ კოლეგებს ვთხოვთ შესვლას და მხარდაჭერას.” – წერს იაგო ხვიჩია.


ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტი პრეზიდენტის ბრძანებულებით, 11 დეკემბერს დაიწყებს ფუქნციონირებას, სადაც ამ დროისთვის, ოფიციალური ვერსიით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და არ აპირებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას.










