“ნაციოანლური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მედიაციის მეორე რაუნდი ძალიან სწრაფად ჩაინიშნა, რამაც მისი წარუმატებლად დასრულება განაპირობა.
მისივე თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების გასაგრძელებლად კვლავ მზადაა.
„მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჩემი აზრით, შეიძლება ძალიან სწრაფად ჩაინიშნა, რადგან იმისთვის, რომ შედეგი მიიღო, მათ შორის, პოზიციებს შორის წინასწარი დაახლოება უნდა იყოს. ახლა რომ ვფიქრობ, შეიძლება უკეთესი ყოფილიყო უფრო გრძელი პაუზა აგვეღო მედიაციის პროცესში და მეტი დრო დახარჯულიყო იმისთვის, რომ პოზიციები დაახლოვებულიყო, ვიდრე შეხვედრა გაიმართებოდა. ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებებში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ მედიატორის გადასაწყვეტია, როგორ გააგრძელებს ამ მოლაპარაკებებს, ან გააგრძელებს თუ არა“, – აცხადებს სამადაშვილი.











