„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მისი პარტია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის.
„ჩვენ ველოდებით დადასტურებას, თუ იქნება მოლაპარაკებები, ჩვენ მზად ვართ ამ მოლაპარაკებებისთვის. ამ რაუნდზე ყველა უკვე მივდივართ მოლოდინის გარეშე, ჩვენი პოზიცია ნათელია, პარლამენტში არ შევდივართ, თუ ახალი არჩევნების საკითხი იქნება განხილული და მოხდება ამ თემაზე ოცნების პოზიციის შეცვლა მაშინ შეიძლება, რაღაც შეთანხმება შედგეს, თუ არა – გააგრძელებენ ერთპარტიულ პარლამენტში მუშაობას.
მე მგონია, რომ მათ უკვე აარჩიეს ტოტალიტარიზმის გზა და ახლა ყველაფერი არის უბრალოდ შირმა, ასე მგონია, გულწრფელად, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გამოვიყენოთ შესაძლებლობა საუბრის, მით უმეტეს ჩვენი პარტნიორების თხოვნით და მათი მონაწილეობით თუ ხდება ეს საუბარი, თორემ კობახიძე რომ არ გამოსწორდება, ეს ისედაც ვიცით და მის შეცვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა კაპანაძემ “ინტერპრესნიუსთან”.











