„ჩვენ პიკში ვართ და ეს პიკი რამდენი ხანი გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ დღეს ვმერყეობთ 3-სა და 4 ათასს შორის. ჩვენ პიკში ვართ და ეს პიკი რამდენი ხანი გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, როგორ დავიცავთ წესებს ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია ცოტა კიდევ იყოს ზრდა, თუმცა ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 721.











