ჩვენ წავედით ევოლუციური და არა რევოლუციური გზით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას ეხმაურება, რომელიც მომავალ კვირას დაიწყება.
„ჩვენ წავედით ევოლუციური და არა რევოლუციური გზით – ყველა დაიჭირე, გაყარე და შენები მოიყვანე. ჩვენ გვითხრეს პარტნიორებმა მაშინ – არათუ შენი მოსამართლეები უნდა მოიყვანო, არამედ მუდმივად უნდა დანიშნო, რომ მისის დამოუკიდებლობა უზრუნველყო. როგორც კი სასამართლო გავიდა ამ სწორ ხაზზე და დღეს მე-18 ადგილზე დამოუკიდებლობის ხარისხით.მაშინდელ რევოლუციურ სისტემაში ჩვენ ვარჩიეთ სასამართლო ჩამოგვეყალიბებინა და არ დაგვეწყო პიროვნებებზე დევნა“, – განაცხადა გიორგი ცოლსკიმ.











