fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩვენ ვასრულებთ დაპირებას, ურბანულად სწორად განვითარდეს თბილისი – კახა კალაძე

13:12 May 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
778
ნახვა

თბილისის მერი კახა კალაძე „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ ერთ-ერთი სანიმუშო პროექტია, თუ როგორ უნდა განვითარდეს სწორად დედაქალაქი ურბანული თვალსაზრისით.

„2017 წელს, როდესაც მოვედით ქალაქის ხელისუფლებაში და თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, პირობა მივეცით თბილისელებს, რომ  ქალაქი ურბანულად სწორად განვითარდებოდა. შესაბამისად, მთელი რიგი რეგულაციები მივიღეთ ამ მიმართულებით და შედეგიც სახეზე გვაქვს. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ არის ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურბანული თვალსაზრისით სწორად კონკრეტული არეალები. რა თქმა უნდა,  მისასალმებელია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად არის შენარჩუნებული მწვანე სივრცეები და  მომავალში აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ დასვენების, განტვირთვის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პანდემიის პირობებში, როდესაც თითოეული ინვესტიცია მნიშვნელოვანია, სამშენებლო სექტორს ხელშეწყობა სჭირდება.

„მინდა წარმატებები ვუსურვო კომპანიას და მის დამფუძნებლებს.  თქვენ იცით, რომ პანდემიის თვალსაზრისით, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში არ არის სახარბიელო  მდგომარეობა. შესაბამისად, თითოეული ლარის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. სამშენებლო სექტორი არის ის დარგი, რომელსაც უამრავი ადამიანი ჰყავს დასაქმებული და რა თქმა უნდა,   ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდება. ჩვენი, როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების  მხრიდან ამისთვის არის სრული მზადყოფნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა. პროექტის ჯამურმა  განაშენიანებამ 20 ჰექტარი მოიცვა. თანამედროვე დაგეგმარებისა და უმაღლესი სტანდარტების საცხოვრებელ მრავალფუნქციურ კომპლექსში  გათვალისწინებულია ყველა ტიპის სპორტული სახეობა და სხვა გასართობ-გამაჯანსაღებელი აქტივობები. პროექტის 70% რეკრეაციული სივრცეებისა და გამწვანებული ეზოების მოწყობას დაეთმობა, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. ტერიტორიაზე გაშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი, ასევე, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა.

თეგები: კახა კალაძეკრწანისი რესორტ რეზიდენსი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

January 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

January 24, 2022
769
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

December 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია