“ეს შიგნიდან არის წამოსული და ერთმანეთსაც უწერენ და ერთმანეთს უქვეყნებენ”, – ასე აფასებს ოპოზიციის ერთ-ერთი გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველის” მიერ გამოქვეყნებულ ფარულ აუდიო ჩანაწერს.
სანიკიძის თქმით, ” ქართული ოცნების” მონოლითურობა შანტაჟის შედეგია და არა იდეის ერთგულება.
“ყოველგვარი ენის მოჩლექვის გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ველური ქვეყანა ვართ, როგორც ჩანს, ეს უკვე ქცევაში გვაქვს გადასული. გვაქვს ვერსია, რომ ეს შიგნიდან არის წამოსული და ერთმანეთსაც უწერენ და ერთმანეთს უქვეყნებენ. ის მანკიერი მოვლენა, რაც დამკვიდრდა საქართველოში, ერთმანეთის მოსმენასთან და ჩაწერასთან დაკავშირებით, უკუპროცესი დაიწყო. ცნობილი ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უყვარს სხვების ჩაწერა და კომპრომატების მოგროვება. როგორც ჩანს, აქამდე „ქართული ოცნების“ მონოლითი სწორედ შანტაჟზე და არა იდეის ერთგულებაზე, ან საერთო საქმეზე იდგა. ეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული და მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების ურთიერთობები ძალიან გაღრმავებულია. როდის „გასკდება“ „ოცნება“, საკითხი უკვე ასე დგას.
ჩვენ ვხედავთ, მათი გენერალიტეტის საკმაოდ თავშეკავებულ კომენტარებს, რამდენიმე კაცია, ვინც აბსურდულ თეორიებს ავითარებს, ხოლო დანარჩენები თავს არ იდებენ. გამიჯვნა წავიდა, ბიძინა ივანიშვილს როგორც ნერონს ემიჯნებიან. ასეთი ფსიქოპათიური ხელისუფალი ყოველთვის ცუდად ამთავრებს, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მათ მშვიდობიანი მომავლისთვის მიეღწიოთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ გაგრძელდება ეს და ვისზე იძიებენ შურს. ჩემი ინფორმაციით, გამალებით ეძებენ „ვირთხას“, რომელმაც ეს ინფორმაცია გამოიტანა გარეთ. როგორც ჩანს, დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ოჯახსაც იწერენ, ყოველთვის ასეა, როდესაც შენ მიწერ, ამ დროს მეც გწერ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.











