“ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის, სამუშაო გრძელდება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მიერ იყო მოხაზული”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა ის, რაც ყველამ იცის, მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ეს პროცესი ჯერ დასრულებული არაა. ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი მალე დასრულდეს და გითხრათ, როგორ გამოვდივართ ამ კრიზისიდან იმ პუნქტების მიხედვით, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც პრეზიდენტ მიშელს ჰქონდა მოხაზული თავის ყოვლისმომცველ და ძალიან კარგ დოკუმენტში“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია. ის ხელსიუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას მართავს და მთავარ პოლიტიკურ პროცესში მედიატორის როლს ასრულებს.










