პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მისი პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რამე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს.
„გამორიცხულია ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ რამე ფორმით თანამშრომლობა. რამე სახის თანამშრომლობა და ერთიან კანდიდატებზე საუბარი თუ უნდოდათ, ძალიან მაინტერესებს, მაშინ ნახევარი წელიწადი რაღაც საზიზღრობებს რატომ გვაბრალებდნენ?! მაშინ ეფიქრათ ამ ყველაფერზე. გამორიცხულია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენ ლაპარაკს არაფერზე არ ვაპირებთ“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.











