დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.
ამასთან, იმნაძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გათვლით, საქართველოში ყოველ დღე ინფიცირების საშუალოდ 10 000 ახალი შემთხვევაა.
„2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა.
უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.











