პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პროპორციულ სიას სექტემბერში დაასახელებს.
არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, სიაში გუნდის გამოცდილ წევრებთან ერთად, ახალი სახეებიც იქნებიან.
„დღეს ისეთი დღეა, რომ ნაკლებ დროს დავუთმობდი პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს. თუმცა გეტყვით, რომ საარჩევნო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაშია. ჩვენ წარვადგინეთ მაჟორიტარები. ასეთი პირველი შეხვედრა საზოგადოებასთან დღეს უკვე იყო კახეთში. ამას მოყვება სხვა შეხვედრები. სექტემბერში ჩვენ წარვადგენთ პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები, ახალი თანაგუნდელები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.











