უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მოწოდებას ეხმაურება.
როგორც იგი ამბობს, რეგულაციებს ზოგჯერ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც არღვევენ.
„ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები გავიზიაროთ და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა ჩვენდა უნებურად ვირუსის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ.
ობიექტურობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარომადგენელიც რიგ შემთხვევებში არასათანადოდ იცავს ხოლმე რეგულაციებს, თუმცა მასშტაბი არის განსხვავებული ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როცა მათი ნაწილი საერთოდ უგულებელყოფს რეგულაციებს და პრაქტიკულად ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას,“- აღნიშნა მდინარაძემ.
დღეს ამირან გამყრელიძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ ამომრჩეველთან შეხვედრები ღია სივრცეში ჩაატარონ.
დაგაინტერესებთ: ცნობილია, რა სანქცია დაეკისრება მოქალაქეს, რომელიც პირბადის მოხმარების წესს დაარღვევს











