fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩვენი ჯარის საუკეთესო კვებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავდაცვის უწყება – ირაკლი ბერაია

17:13 January 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
808
ნახვა

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის უწყებაში, ინსტიტუციურ დონეზე დანერგილია შესყიდვებისას ხარვეზების სწრაფი აღმოჩენის ეფექტიანი მექანიზმი, რაც გამორიცხავს ჯარის უხარისხო პროდუქციით მომარაგებას და მსგავსი ფაქტების განმეორების პრევენციას”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია, მედიაში სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

„თავდაცვის უწყებაში დანერგილი მიდგომა „ყველაფერი საუკეთესო ჯარს”, მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყველა მიმართულებით საუკეთესო პირობების უზრუნველყოფას, მათ შორის უმაღლესი ხარისხის უნიფორმას, ფეხსაცმელს, სამედიცინო მომსახურებას და სარეაბილიტაციო პირობებს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიდგომა პირველ ყოვლისა გულისხმობს ჩვენი ჯარის საუკეთესო კვებას, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავდაცვის უწყება და პირად კონტროლზე აქვს აყვანილი თავდაცვის მინისტრს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის უწყებაში, ინსტიტუციურ დონეზე დანერგილია შესყიდვებისას ხარვეზების სწრაფი აღმოჩენის ეფექტიანი მექანიზმი, რაც გამორიცხავს ჯარის უხარისხო პროდუქციით მომარაგებას და მსგავსი ფაქტების განმეორების პრევენციას. სწორედ ეს მექანიზმები უზრუნველყოფენ სურსათის მაღალ ხარისხს ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად და ხარისხის მონიტორინგს. თავდაცვის სამინისტროს მიერ, საკვები პროდუქტების მიმწოდებელ ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტაც, მხოლოდ და მხოლოდ ხარისხის კონტროლის ამ ინსტრუმენტების ეფექტიანობას ადასტურებს. რაც შეეხება უწყების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს, ისინი კანონის სრული დაცვით, ქვეყნის და ჯარის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.

მე ვისურვებდი, რომ ცალკეულმა მედია საშუალებებმა ობიექტურად გააშუქონ თავდაცვის უწყებაში განხორციელებული შინაარსობრივი და მასშტაბური ნაბიჯები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა, ნატო-სთან თავსებადობა და ჩვენს ქვეყანას დიდი წარმატება მოუტანა, რაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაზრდილ ნდობაში, აღიარებასა და მხარდაჭერაში ვლინდება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ყურადღებით აკვირდება და მაღალ შეფასებას აძლევს უწყებაში მიმდინარე ამბიციურ რეფორმებს, რასაც მინისტრი ღარიბაშვილი და მისი გუნდი ახორციელებს,“ – აცხადებს ბერაია.

თეგები: ირაკლი ბერაია

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

ეს იყო ევროპული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოვლენების სწორი შეფასება – ირაკლი ბერაია

December 30, 2021
791
საზოგადოება

ირაკლი ბერაია: სუს-ის სახით, საქართველოს ჰყავს თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და მომზადებული დასავლური სპეცსამსახური

August 1, 2021
793
პოლიტიკა

ზაზა გახელაძის გათავისუფლება კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე – ირაკლი ბერაია

July 14, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია