fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩვენი ხელისუფლების დროს გახდა შეუქცევადი ევროკავშირთან ინტეგრაცია – ირაკლი ღარიბაშვილი

18:16 September 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
772
ნახვა

ბოლო ორი დღეა, მიმდინარეობს კრიტიკა იმის თაობაზე, რომ საქართველომ, ვინაიდან ჩვენ შეგნებულად, გააზრებულად უარი ვთქვით უბრალოდ 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე, გამოდიან და ურცხვად ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს ეს იყო რაღაც გრანდიოზული დახმარება ევროკავშირის მხრიდან და ვინაიდან მთავრობამ დამატებითი სესხის აღებაზე უარი თქვა, მათივე ინტერპრეტაციით ვიტყვი, თითქოს ეს არის უარის თქმა ევროკავშირის წევრობაზე, ინტეგრაციასა და ზოგადად ამ კურსზე; ეს, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი ტყუილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მობილიზება, რამაც მთავრობას საშუალება მისცა, უარი ეთქვა დამატებითი საგარეო ვალის აღებაზე.

„როგორ შეიძლება, ასეთი ტყუილი აკადრო შენს ხალხს, როცა ერთი ფაქტი იცი, რომ ეს იყო სესხი, 75 მილიონი ევრო. მე შემთხვევით არ მომიყვანია ეს სტატისტიკა, რომელიც თქვენ გაგაცანით. ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და დამატებითი რესურსები ბიუჯეტში 1,2 მილიარდი ლარის სახით და კიდევ უფრო მეტი გვექნება წლის ბოლოს, ვინაიდან ჩვენი პროგნოზებით, წლის ბოლოს ორნიშნა ზრდაზე გავალთ, მთავრობამ გადაწყვიტა, ეტაპობრივად უარი თქვას დამატებითი საგარეო ვალის აღებაზე, იმ სესხებზე, რაც არ გვჭირდება და აუცილებელი არ არის და ნელ-ნელა შევამციროთ ეს საგარეო ვალი. ამ დროს ჩვენი ოპონენტები, ვინაიდან მათ სათქმელი არ აქვთ და უბრალოდ ტყუილზეა დაფუძნებული მათი საარჩევნო კამპანია, შეხედეთ მათ საარჩევნო კამპანიას, არავითარი ხედვა, ნული ხედვა განვითარებაზე, პერსპექტივაზე, რას სთავაზობენ ჩვენს მოსახლეობას – რევანშისტული და რევოლუციური შეძახილები, ისიც უსუსური, ვინაიდან მაგის თავიც არ აქვთ ამ უბედურებს, ამიტომ ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას, სწორედაც რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გახდა შეუქცევადი ევროკავშირთან ინტეგრაცია. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, როცა პირველ ჯერზე ვიყავი პრემიერი, მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ყველაფერი ეს გახდა ხელშესახები ჩვენი მთავრობის დროს. იგივე ნატოსთან მიმართებით ხელშესახები ინტეგრაცია და ყველა ერთხმად აღიარებს და საქართველო და ქართული ჯარი დღეს არის მზად, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. თუმცა, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ნატოს წევრი ქვეყნების საერთო გადაწყვეტილებაზე. ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა და განისაზღვრა საგარეო პოლიტიკის კურსი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კითხვა არ არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ დააბნიონ მოსახლეობა, მათ შორის ჩვენი მეგობრებიც ევროპაში, ამ მანიპულაციებით და ტყუილებით, დამახინჯებული ფაქტებით ცდილობენ მოსახლეობის და ჩვენი მეგობრების შეცდომაში შეყვანას. რა თქმა უნდა, სიმართლე არის ერთი – ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცედ სვლას ევროკავშირისკენ. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ საქართველო ღირსეულად წარდგება და 2024 წელს ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და გავაგრძელებთ სტრატეგიულ მოთმინებასა და მზადყოფნას იმისთვის, რომ ერთ დღეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახისა და ნატოს წევრი“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა ხალხის მთავარი გასაჭირის დაძლევა – ეს არის სიღარიბის და უმუშევრობის დამარცხება.

„ამას ჩვენ შევძლებთ ერთიანი, ძლიერი მუშაობით და მაღალი ტემპებით. ამას სჭირდება თავისუფლება, სტაბილურობა და ჩვენი გამარჯვება, რომელიც აუცილებლად დადგება 2 ოქტომბერს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები

September 10, 2021
767
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – წყალტუბოში ახალი ტურისტული ადგილი – თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას

September 4, 2021
761
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – ქუთაისს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა

September 4, 2021
763

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია