მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მას რუსეთთან ორმხრივ პატივისცემასა და ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობა სურს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგროც პრეზიდენტი ამბობს, რუსეთთან არსებული უთანხმოებების გადალახვა კონსტრუქციული დიალოგით და ორმხრივი პატივისცემით არის საჭირო.
„რუსეთთან ურთიერთობა რთულია. ჩვენ გვაქვს ბევრი სფერო, სადაც ვთანამშრომლობთ. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. გვაქვს ვაჭრობის ტრადიციული კავშირები, მაგრამ არსებობს სფეროები, სადაც განსხვავებული მოსაზრებები და ინტერესები გვაქვს. კონსტრუქციული ურთიერთობები გულისხმობს ჩვენი ნეიტრალიტეტის პატივისცემას, მათ შორის იმ ვითარების გადალახვით, რომელშიც ახლა ვართ დნესტრისპირეთის პროცესში, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის არსებობას უკავშირდება“, – განაცხადა სანდუმ.











